დაძაბულობა ნაპოლიში - დე ლაურენტისმა ალეგრის პრესკონფერენცია ჩაშალა
„ლაციოსთან“ მატჩის წინ „ნაპოლის“ ბანაკში არეულობაა - Sky Sport-ის ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია გააუქმა.
ალეგრი მედიის წარმომადგენლებს ადგილობრივი დროით 15:00 საათზე უნდა შეხვედროდა, თუმცა პრესკონფერენცია დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაუქმდა, როცა ჟურნალისტები უკვე მედიისთვის განკუთვნილ დარბაზში იმყოფებოდნენ.
Sky Sport-ის ცნობით, „პარტენოპეის“ პრეზიდენტი მედიასთან ურთიერთობის აკრძალვას არ გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე დე ლაურენტისს სურს, რომ გუნდი ვარჯიშებზე იყოს სრულიად კონცენტრირებული.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი „ნაპოლის“ ბოლოდროინდელი შედეგებით არის გამოწვეული: კლუბმა ზედიზედ ორი მატჩი წააგო - „იუვენტუსთან“ სერია ა-ში და „პორტუსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე.
აქვე გეტყვით, რომ ნაპოლი 14 ქულით სერია ა-ს მე-9 ადგილზეა და ხვალ ჩემპიონატის ლიდერს, „ლაციოს“ მიიღებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს