ლუკა დონჩიჩი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

MVP-ის ჯილდოს პრეტენდენტები | სეზონის პირველ რეიტინგში დონჩიჩი ლიდერობს

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ ახალი სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშის ჯილდოს პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი ლიდერობს.

მიმდინარე სეზონში სლოვენიელი კალათბურთელი საშუალოდ 38.5 ქულას, 8.1 მოხსნასა და 8 შედეგიან გადაცემას აგროვებს, მისი გუნდი კი 7 მოგებითა და 2 წაგებით დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა.

MVP რეიტინგის სამეულში ასევე მოხვდნენ ვიქტორ ვემბანიამა (სან ანტონიო) და შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა).  „სპურსის“ ლიდერი საშუალოდ 29 ქულას, 12.4 მოხსნასა და 3.1 შედეგიან გადაცემას აგროვებს.რაც შეეხება გასული სეზონის MVP-ს, გილჯეს-ალექსანდერს, კანადელი კალათბურთელის საშუალო სტატისტიკა ასეთია: 30.1 ქულა, 4.3 მოხსნა და 4.5 შედეგიანი გადაცემა.

პირველ ათეულში მოხვდა გასული სეზონის საუკეთესო ახალბედა კუპერ ფლეგი, რომელიც მეცხრე პოზიციაზეა. სრულად ათეული ასე გამოიყურება: ლუკა დონჩიჩი (ლეიკერსი), ვიქტორ ვემბანიამა (სან ანტონიო), შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა), ტაირიზ მაქსი (ფილადელფია), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), ალპერენ შენგიუნი (ჰიუსტონი), სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), იანის ანტეტოკოუნმპო (მაიამი); კუპერ ფლეგი (დალასი) და ნიკოლა იოკიჩი (დენვერი).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დონჩიჩის მორიგი სუპერ მატჩი და მამუს 2 ქულა - ლეიკერსმა საკრამენტოს მოუგო
    დონჩიჩის მორიგი სუპერ მატჩი და მამუს 2 ქულა - ლეიკერსმა საკრამენტოს მოუგო