დონჩიჩის მორიგი სუპერ მატჩი და მამუს 2 ქულა - ლეიკერსმა საკრამენტოს მოუგო
NBA-ის მორიგ სათამაშო დღეს სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ საკუთარ მოედანზე „საკრამენტო ქინგსს“ უმასპინძლა და 13 ქულის სხვაობით, 116:103 დაამარცხა.
მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და პრაქტიკულად, ანგარიშშიც თავიდანვე დამაჯერებლად გაიჭრნენ წინ, საბოლოოდ კი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
სანდრო მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 19 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა ამ დროის განმავლობაში 2 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 35 წუთში 40 ქულა, 8 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა.
9 სათამაშო დღის შემდეგ, „ლეიკერსი“ 7 მოგებითა და 2 მარცხით დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს და მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, სტუმრად „პორტლენდ თრეილ ბლაზერსთან“ გამართავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს