ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

„გაუმართლათ და კვარა-ოსიმენი ჰყავდათ“ | იტალიაში ნაპოლის აკრიტიკებენ

ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტმა და ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ენრიკო ფედელემ „ნაპოლი“ და მისი მფლობელი, აურელიო დე ლაურენტისი გააკრიტიკა. მიზეზი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაა, რომელიც მოთხოვნების დაკმაყოფილებისგან ძალიან შორსაა.

„„ნაპოლიში“ პრობლემა არსებობს, რომლის შესახებაც ორი წელია იციან, მაგრამ არავის უნდა, ის მოაგვაროს. თავს იტყუებენ, თითქოს ვერ ხედავენ და ყურადღება სხვა საკითხებზე გადააქვთ. საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები, ეს გუნდი ვინ დააკომპლექტა. გუნდები დამიკომპლექტებია და ვიცი, რომ სპეციალური მიდგომის მიხედვით უნდა იმოქმედო.

„ნაპოლის“ ძალიან გაუმართლა, რომ ოსიმენისა და კვარაცხელიას სახით ორი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავდა. როდესაც ისინი წავიდნენ, მათი შეცვლის საჭიროება გაჩნდა. ლუკაკუმ პრობლემა დაფარა და თავისი გასაკეთებელი გააკეთა, მაგრამ კვარაცხელიას პოტენციური შემცვლელი, ადემოლა ლუკმანი, რომელიც 5 მილიონ ევროდ უნდა ეყიდათ, „ნაპოლის“ არ მოუყვანია. მას შემდეგ იფორმებენ მოთამაშეებს, რომლებსაც გოლი არასდროს გაუტანიათ.

ალეგრი რომც წავიდეს, ვინ მოვა? მისი შეცდომა ისაა, რომ ტრანსფერები არ მოუთხოვია. მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ მატჩების მხოლოდ ნახევარს ატარებს. მაგალითად, „მონცასთან“ კარგად იმიტომ ითამაშეს, რომ მეტოქე ჩამოიშალა. სხვა მხრივ, „პარტენოპეის“ ყოველთვის პრობლემები ექმნება და ფეხი უცდება. ვიცი, რომ დე ლაურენტისი გუნდს 2 წელში გაყიდის. მას ვთხოვ, რომ არ დაგვტანჯოს და თავგადასავალი არ გაგვატაროს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გაუშვა, ოსიმენი კი „გალათასარაიში“ იჯარით გადავიდა, შემდეგ კი თურქულმა გრანდმა მისი კონტრაქტი გამოისყიდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მიქაუტაძე აქტიური იყო - პსჟ-მ ვილიარეალი გაანადგურა
    მიქაუტაძე აქტიური იყო - პსჟ-მ ვილიარეალი გაანადგურა