„შეიძლება იგივე შენც დაგემართოს“ | რაფინიამ ხესუს დე მიგელის ხსოვნას პატივი მიაგო
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეოთხე ტურში „ბარსელონა“ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა. „ბლაუგრანამ“ რაფინიას დუბლითა და ლამინ იამალის გოლით 3:0 მოიგო და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ბრაზილიელი დასახელდა.
მატჩის შემდეგ რაფინიას ჯილდო გადასცეს და „ბარსას“ შემტევმა „ტენერიფეს“ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ხესუს დე მიგელის ხსოვნას პატივი მიაგო: „ბოდიში, მაგრამ ამ საღამოს ფეხბურთზე ლაპარაკი არ მინდა. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას გულშემატკივრებს ვუძღვნი, მაგრამ მინდა, ხესუს დე მიგელის ოჯახს გამძლეობა ვუსურვო.
ხესუს, მშვიდობით განისვენე. საბოლოოდ, მსგავსი რამ შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. როდესაც დღეს დილით ეს ინფორმაცია ვნახე, შოკირებული და უაღრესად დამწუხრებული ვიყავი. მოედანზე სათამაშოდ გადიხარ და შეიძლება იგივე შენც დაგემართოს... მინდა, პირადად ჩემგან და კლუბისგან მის ოჯახს გამძლეობა ვუსურვო“.
ცნობისთვის, „ტენერიფესა“ და „ანდორას“ მატჩისას ხესუს დე მიგელი მეტოქე გუნდის მეკარეს, ჟეზუს ოვონოს შეეჯახა. ფეხბურთელს გული გაუჩერდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს