პსჟ, ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე აქტიური იყო - პსჟ-მ ვილიარეალი გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი ვილიარეალს ესტუმრა და 6:0 გაანადგურა.

მატჩი ქართველი ფეხბურთელების გარეშე დაიწყო. როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა აქვს, ხოლო გიორგი მიქაუტაძე დღეს სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა.

ქართველი თავდამსხმელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, კონკრეტულად კი 63-ე წუთზე. ჟორჟი აქტიურად შემოვიდა და სულ მალე საგოლე პასთან ახლოს იყო, თუმცა მისი თანაგუნდელის დარტყმა საფონოვმა მოიგერია.

რამდენიმე წუთში, საფონოვის კარისკენ თავად მიქაუტაძემ დაარტყა, მაგრამ ქართველ შემტევს სიზუსტე დააკლდა. 89-ე წუთზე მაკრატელა დარტყმა სცადა, მაგრამ ბურთი დიდი მანძილით ასცდა კარს. მსაჯის სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე, კვლავ მიქაუტაძემ გაისროლა შორიდან, მაგრამ ბურთი კარს ისევ ასცდა.

საბოლოო ჯამში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ყვითელი წყალქვეშა ნავი ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან 0:6 განადგუდა.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენს 4 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს, ხოლო ვილიარეალს 3 ქულა დარჩა და ცხრილის ქვედა ნაწილში, 29-ე ადგილზე იმყოფება.

შემდეგ ტურში, ლუის ენრიკეს გუნდი რომას უმასპინძლებს, ვილიარეალი კი პრაღის სლავიას ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები