ვახტანგ სალია
Aa
Aa

სალიას მე-6 საგოლე მოქმედება ნიუკასლში (U21) | როტერჰემი სტუმრად დაამარცხეს

EFL Trophy-ზე „ნიუკასლ იუნაიტედის'' 21-წლამდე გუნდმა რანგით მე-4 ლიგის „როტერჰემი'' სტუმრად დაამარცხა. 35-ე წუთზე ვახო სალიამ კირან ტომპსონი მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც შანსი გამოიყენა, ანგარიში გახსნა და თანაგუნდელები დააწინაურა - 0:1. საბოლოოდ, მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა.

EFL Trophy ინგლისის საფეხბურთო თასია, რომელშიც ინგლისის რანგით მესამე და მეოთხე ლიგის გუნდები მონაწილეობენ, ასევე პრემიერ ლიგის წამყვანი აკადემიები. ახალგაზრდა „კაჭკაჭებმა“ ჯგუფში სამ მატჩში 6 ქულა დააგროვეს და ტურნირის ფლეი-ოფის საგზური მოიპოვეს.

სალიას საგოლე პასი

სალიამ სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა, 74-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ვახო სალიამ 9 მატჩი ჩაატარა (521 წუთი), მის ანგარიშზე 6 საგოლე მოქმედებაა: 4 გოლი და 2 საგოლე პასი.

Transfermarkt-მა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და „ნიუკასლის“ შემტევის საბაზრო ღირებულება ოქტომბერში განაახლა. წინა შეფასების თარიღთან, 2025 წლის 17 დეკემბერთან შედარებით სალიას ღირებულება გაორმაგდა - 750 ათასი ევროდან 1.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

19 წლის შემტევს გასული სეზონი ტრავმის გამო გაუცდა, მიმდინარე სეზონში 21-წლამდე გუნდში გამორჩეულია, შედეგიანია და ერთხელ პრემიერ ლიგის სამატჩო განაცხადში მოხვდა (იხილეთ).

იხილეთ სტატია ვახო სალიას შესახებ: სალია პირველ გუნდში დაწინაურებას ცდილობს | Shields Gazette-ს სტატია ქართველზე

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები