ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

“ნაკრებში ხვიჩას სათანადოდ ჩანაცვლების შესაძლებლობა ექნება“ - იტალიური მედია კვერნაძეზე

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი კვერნაძე მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაშია და ფროზინონეს ლიდერია.

ქართველ თავდამსხმელთან დაკავშირებით, Tuttonapoli საინტერესო სტატიას აქვეყნებს.

Tuttonapoli:

„გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. სეზონის პირველი ათი ტურის შემდეგ მისი გუნდი სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს. 2003 წელს დაბადებული ქართველი თავდამსხმელი პრეზიდენტ სტირპეს კლუბში უკვე მეოთხე სეზონს ატარებს და კარიერის საუკეთესო პერიოდს განიცდის. თუმცა, მისი პროგრესი ეტაპობრივი იყო და მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ შედეგისგან, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში გამოჩენისთანავე მიაღწია. კვერნაძე ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა და ამისთვის რამდენიმე სეზონის გატარებაც მოუწია სერია B-ში.

კვერნაძეს „ნაპოლის“ ყოფილი ვარსკვლავის, ამჟამად კი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელის, პოზიცია აქვს. კვარაცხელია ამჟამად ტრავმირებულია და ეს გარემოება შესაძლოა უახლოეს კვირებში საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელებს შორის იერარქიის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

ნოემბერში კვერნაძეს კვარაცხელიას სათანადოდ ჩანაცვლების შესაძლებლობა ექნება. თუმცა, უფრო შორეულ პერსპექტივაში ვითარება იცვლება: თუ მას სურს, კვარაცხელიას დაბრუნების შემდეგაც საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს, აუცილებლად მოუწევს წინ გადადგმული ნაბიჯის გადადგმა და „ფროზინონეს“ დატოვება.”

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა ბარსელონას წინააღმდეგ მიიღო და მისთვის სეზონი დასრულებულია.

რაც შეეხება კვერნაძეს, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 11 ჩატარებულ მატჩში 5 გოლი და 6 საგოლე პასი დაუგროვდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სევილიას აკადემიის კაპიტანი საქართველოს ნაკრებში (U16) | ვინ არის საბა გოგიძე
    სევილიას აკადემიის კაპიტანი საქართველოს ნაკრებში (U16) | ვინ არის საბა გოგიძე