FIFPRO-ს დაჯილდოება | კვარა მსოფლიო ნაკრებში მოსახვედრად იბრძვის
საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის FIFPRO Men’s World 11-ში, იგივე გასული სეზონის მსოფლიო ნაკრებში მოსახვედრად იბრძოლებს.
ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ ნომინანტთა 26 კაციანი სია გამოაქვეყნა, რომელშიც საუკეთესო თერთმეტეული შეირჩევა. ნომინანტთა შორის არიან როგორც მეკარეები მეკარეები, ისე მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები.
ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, შემტევებში ნომინირებულები არიან ერლინგ ჰოლანდი, ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, მაიკლ ოლისე, კრიშტიანუ რონალდუ და ლამინ იამალი.
როგორც სიიდან ვხედავთ, კონკურენცია საკმაოდ დიდია და ამ ფეხბურთელებს შორის სამი საუკეთესო უნდა აირჩეს. გამოკითხვაში მონაწილეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 19 ათასამდე ფეხბურთელმა მიიღო და საბოლოო გადაწყვეტილება 9 ნოემბერს გახდება ცნობილი. ამომრჩევლებმა საუკეთესოები 4-3-3-ის წყობაზე გამოავლინეს.
მეკარეებს შორის, საუკეთესოს წოდებისთვის ტიბო კურტუა, ემილიანო მარტინესი და დავიდ რაია იბრძოლებენ. მცველებში საუკეთესოები პაუ კუბარსის, მარკ კუკურეიას, ვირჯილ ვან დაიკის, გაბრიელის, აშრაფ ჰაკიმის, ნუნუ მენდეშის, უილიამ სალიბას და დაიო უპამეკანოს შორის გამოვლინდებიან. ნახევარმცველებში კი საუკეთესოს ჯუდ ბელინგემის, ბრუნო ფერნანდეშის, ენცო ფერნანდესის, პედრის, დეკლან რაისისა და ვიტინიას შორის აირჩევენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს