გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ლუკა მაისურაძე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

ევროპის გუნდური ჩემპიონატი | როგორია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

7 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრები მიიღებს.

ჩვენი გუნდი ევროპის მოქმედი ჩემპიონია და ბელგრადში ტიტულის დაცვას შეეცდება.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირისთვის 10-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს, რომელშიც 6 ვაჟი და 4 გოგონა ძიუდოისტი გვხვდება:

ვაჟები:

-73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი.

-90 კგ. - ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი.

+90 კგ. - ირაკლი დემეტრაშვილი, გურამ თუშიშვილი.

გოგონები:

-57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე.

-70 კგ. - ნინო გულბანი.

+70 კგ. - სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2026 წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპის ჩემპიონატი ინდივიდუალურ და გუნდურ ჩათვლაში ცალ-ცალკე იმართება. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ევროპირველობა აპრილში თბილისში გაიმართა, გუნდური შეჯიბრი კი 7 ნოემბერს, ბელგრადში არის დაგეგმილი.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დასანანი მარცხი ფინალში - საქართველოს U23 ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
    დასანანი მარცხი ფინალში - საქართველოს U23 ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია