„ახალგაზრდა თაობისთვის შესანიშნავი მაგალითია“ | სიმეონე კეინს აქებს
ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და პირველი სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა „ატლეტიკოსა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირებაა. მატჩამდე მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, მინდა, კეინს ოქროს ბურთის მოგება მივულოცო. მან ეს ჯილდო სრულიად დამსახურებულად მიიღო. ეს წარმოუდგენელი მიღწევაა. კეინი ყოველთვის მომწონდა. წლების განმავლობაში ის დაღვინდა და ისწავლა უკეთესი პოზიციების პოვნა ისე, რომ გოლების გატანის ალღო არ დაუკარგავს... მან იცის, გუნდს რა სჭირდება... მისი ტალანტი შესანიშნავია ფეხბურთისთვის და იმ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომელთათვის ის მისაბაძი მაგალითია. შესანიშნავია, რადგან ის ტოვებს მემკვიდრეობას, რომელიც ადასტურებს, რომ დაუღალავი შრომით დიდ წარმატებას მიაღწევ.
მინდა, 80 წუთის განმავლობაში შეტევაში ვიყოთ, 10 წუთი კი ბურთი დავთმოთ ან 20 შეხებით ისე გავიტანოთ გოლი, როგორც „ლევანტესთან“... თუმცა რეალობა სხვანაირია. ჩვენი მეტოქე ძლიერი, მაგარი გუნდია, რომელიც რთულ ვითარებებში ჩაგვაგდებს. პრესინგისგან თავის დასაღწევად თავდაუზოგავად მუშაობა დაგვჭირდება. როგორც აღვნიშნე, ძალიან, ძალიან რთულ მეტოქეს ვხვდებით. შევეცდებით თამაში გადავიტანოთ იქ, სადაც მათთვის ზიანის მიყენება შეგვეძლება“.
ცნობისთვის, ლიგის ფაზის სამი ტურის შემდეგ „ატლეტიკოს“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილს იკავებს. „ბაიერნი“ 5 ქულით მე-14 პოზიციაზეა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს