„ილია ჩემს ტემპს ვერ გაუძლებს“ - ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა განაცხადა, რომ ილია თოფურიას დაამარცხებს. როგორც სომეხი მებრძოლი ამბობს, „ელ მატადორი“ მის ტემპს ვერ გაუძლებს და მას მხოლოდ ჭიდაობით მოუგებს.
რა თქვა ცარუკიანმა:
„საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. არ ვფიქრობ, რომ სისწრაფეში ჩამოვრჩები. მუდმივად შევიცვლი ტაქტიკას და ჭიდაობას დავამატებ. არ მგონია, რომ ის ჩემი თეიქდაუნების შეჩერებას შეძლებს. შევძლებ მის ძირს დაგდებას და ჭიდაობით დაღლას. იმ ტემპს, რომელსაც მე შევთავაზებ, უბრალოდ, ვერ გაუძლებს.“
„ის მთელი დღეების განმავლობაში კრივში ვარჯიშობს და დარტყმებზე მუშაობს. ფეხებში თითქმის არავინ უვარდება და პარტერში არ გადაჰყავს. მოჰყავს გაურკვეველი სპარინგ-პარტნიორები, აგდებს მათ და ამის შემდეგ ყველას რაღაც ზებუნებრივი მებრძოლი ჰგონია. მე კი ვფიქრობ, რომ თუ მას ჩეჩნეთში ან დაღესტანში ჩავიყვანთ და დარბაზში ნებისმიერ ადგილობრივ მოყვარულთან დავაყენებთ, ისიც შეძლებს მის პარტერში გადაყვანას და ცემას.“
ილია თოფურიამ ბოლოს 15 ივნისს, თეთრი სახლის ქარდზე იჩხუბა და ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა, რის შემდეგაც ჩემპიონის ქამარი დაკარგა. არმან ცარუკიანი კი ბოლოს 20 სექტემბერს, მაურისიო რუფის წინააღმდეგ ვიხილეთ და ბრაზილიელი პირველი რაუნდის ბოლოს, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს