მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

თვის საუკეთესო დაპირისპირება - UFC-მ იანი-დვალიშვილი გამოარჩია

პიოტრ იანთან წაგებული მესამე დაპირისპირების შემდეგ, მერაბ დვალიშვილი UFC-ის აღმასრულებელ დირექტორთან დენა უაითთან მივიდა და მარცხის გამო ბოდიში მოუხადა. თუმცა, რაც უფრო მეტი გადის, მით უფრო მეტად დასტურდება, რომ ქართველ „მანქანას“ საბოდიშო არაფერი არ ჰქონდა და მან იანთან ერთად ოქტაგონში ნამდვილი სანახაობა დადგა, რითაც შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს უდიდესი სიამოვნება მიანიჭა.

UFC-ის ოფიციალური ვებ-გვერდი, ყოველი თვის დასრულების შემდეგ, გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, საუკეთესო ბრძოლას ავლენს და ოქტომბრის ლაურეატი იანი-დვალიშვილის ტრილოგია გახდა, რომელიც UFC 333-ის თანამთავარი მოვლენა გახლდათ და სადაც რუსმა მებრძოლმა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი წარმატებულად დაიცვა. შეხვედრის საწყისი ორი რაუნდი აშკარად მერაბის უპირატესობით წარიმართა, ბოლო სამ რაუნდში კი პიოტრმა ქართველ ოპონენტს ბევრი დამაზიანებელი დარტყმა გაუტარა, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

ცნობისათვის, მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ პიოტრ იანი მასზე ძლიერი აღმოჩნდა და გამარჯვება დაიმსახურა. თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, მაგალითად ჩეილ სონენი, რომელთაც განაცხადეს, რომ მსაჯებს გამარჯვებულად არა იანი, არამედ დვალიშვილი უნდა დაესახელებინათ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მერაბმა გაიმარჯვა, ეს აშკარაა“ | ჩეილ სონენმა ტრილოგიაზე ისაუბრა
    „მერაბმა გაიმარჯვა, ეს აშკარაა“ | ჩეილ სონენმა ტრილოგიაზე ისაუბრა