ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლა იქნება“ - მახაჩევმა წასვლა დააანონსა

ისლამ მახაჩევს რამდენიმე დღის წინ 35 წელი შეუსრულდა და ბევრი სხვა მებრძოლისგან განსხვავებით, თვლის, რომ კარიერის უკანასკნელ პერიოდს ითვლის და სულ მალე აქტიური სპორტიდან წასვლას გეგმავს. ამის თაობაზე დაღესტნელმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რამაც მის ბევრ გულშემატკივარს გული დასწყვიტა. დასწყვიტა იმიტომ, რომ იან მაჩადო გარის დამარცხების შემდეგ ზედიზედ 17 ჩხუბის მომგები ისლამი აცხადებდა, რომ რეკორდის 20-მდე გაზრდა სურდა და რამდენად რჩება ახლაც იგივე აზრზე, რთული სათქმელია.

ისლამ მახაჩევი

მომდევნო ჩხუბი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უკანასკნელი იქნება. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ კარლოს პრატესი ჩემთვის ზედმეტად საშიში, ხოლო მაიკლ მორალესი ზედმეტად კარგი მოწინააღმდეგე იქნება. სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველოდები მათ დაპირისპირებას და ბრაზილიელსა და ეკვადორელს შორის საუკეთესო დამიპირისპირდეს. ამ შემთხვევაში ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენებ, ვინ არის მსოფლიოში უძლიერესი მებრძოლი.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონში საჩემპიონო ქამრის პირველად დაცვის შემდეგ, ისლამ მახაჩევმა ამ ორგანიზაციაში ზედიზედ მოგებათა რაოდენობა 17-მდე გაზარდა, რითაც ლეგენდარული ბრაზილიელი მებრძოლის, ანდერსონ სილვას რეკორდი მოხსნა. ახლა კი იმის გამო, რომ ისლამმა იანვარში ჩხუბზე უარი უმიზეზოდ განაცხადა, დენა უაითმა დივიზიონის დროებით ქამარზე ჩხუბი კარლოს პრატესსა და მაიკლ მორალესს შორის ჩანიშნა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სეხუდო: იანი ჯერ კიდევ არ არის წონაში იდიდესი მებრძოლი, მას ბევრი აქვს დასამტკიცებელი
    სეხუდო: იანი ჯერ კიდევ არ არის წონაში იდიდესი მებრძოლი, მას ბევრი აქვს დასამტკიცებელი