თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 9 ქულა | დუბაიმ ჰაპოელ თელავივი დაამარცხა

თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ ევროლიგის მიმდინარე სეზონში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ჰაპოელ თელ-ავივს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 97:83 მოიგო.

შენგელიამ პარკეტზე 18 წუთი და 12 წამი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. შენგელიამ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. მის პასივში 1 პერსონალური ფოლი და 1 დაკარგვა გახლდათ.

„დუბაის“ რიგებში საუკეთესო ფილიპ პეტრუშევი იყო, რომელმაც 20 ქულა დააგროვა. ელი ოკობომ 18 ქულა მიითვალა, ხოლო დუეინ ბეიკონმა მატჩი 17 ქულით დაასრულა.

ცნობისთვის, „დუბაის“ 6 მოგება და 3 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მერვე პოზიციას იკავებს. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ნოემბერს, „ზადართან“ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    თუ ყვირილს დაუწყებ, თავის თავში იკეტებიან | სანიოლი ქართველ ფეხბურთელებზე
    თუ ყვირილს დაუწყებ, თავის თავში იკეტებიან | სანიოლი ქართველ ფეხბურთელებზე