გიორგი მამარდაშვილი, ანდონი ირაოლა
Aa
Aa

„ვუთხარი, რომ ეს უნდა გაეთვალისწინებინა...“ - რა თქვა ირაოლამ მამარდაშვილზე

გასულ ღამეს, ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხდა, რითაც მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში მეორედ, გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და მატჩის მთავარი გმირი გახდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მერსისაიდულმა გუნდმა 6:5 გაიმარჯვა. გიორგი მამარდაშვილმა გადამწყვეტი პენალტის მოგერიება შეძლო და თავის გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

მატჩის შემდეგ „ლივერპულის“ მცველს, ჯო გომესსა და მთავარ მწვრთნელს, ანდონი ირაოლას მამარდაშვილის შესახებ ჰკითხეს. ორივე მათგანმა ქართველი მეკარე შეაქო იმის გამო, რომ საჭირო მომენტში მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

„გიორგი შესანიშნავი მეკარეა,“ - განუცხადა გომესმა ITV-ს. „ჩვენ კლუბში ვიცით, რომ ზოგჯერ ბიჭებს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, ამიტომ, როცა ასე ერთვები საქმეში და ისე კარგად თამაშობ, როგორც მან ეს გააკეთა, ნამდვილად დასაფასებელია.“

„ვფიქრობ, პირველ თამაშში „სპურსის“ წინააღმდეგ მას ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა,“ - დასძინა ირაოლამ. „პენალტებამდე ვუთხარით, რომ შესაძლოა ორი დარტყმულის მოგერიება დაგვჭირვებოდა, რადგან უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ პენალტს რომელიმე ფეხბურთელი გააფუჭებდა. ვფიქრობ, მთლიანობაში ბევრი პენალტის და დარტყმის მიმართულება გამოიცნო.

ყველა გუნდი ატარებს თავის კვლევას, ზოგჯერ მოთამაშეებიც იცვლებიან, მაგრამ გიორგი ბევრი მათგანის შემთხვევაში სწორ მიმართულებას ირჩევდა.“

ცნობისთვის, ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩიც ინგლისის ლიგის თასზე ჩაატარა, სადაც მისმა გუნდმა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ 3:1 გაიმარჯვა. 1/4 ფინალში ლივერპული „ბორნმუთს“ დაუპირისპირდება. მატჩი 12 დეკემბერს, „ენფილდზე“ გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ფურცელი მომცეს, სადაც ყველაფერი არასწორად ეწერა“ - მამარდა ჩელსისთან გამარჯვების შემდეგ
    „ფურცელი მომცეს, სადაც ყველაფერი არასწორად ეწერა“ - მამარდა ჩელსისთან გამარჯვების შემდეგ