ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

ეგოიანის დუბლი მაასტრიხტთან - ექსელსიორი მომდევნო ეტაპზეა

ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ შემადგენლობაში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. როტერდამულმა კლუბმა ნიდერლანდების თასის 1/32-ფინალში სტუმრად „მაასტრიხტი“ 3:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველს ეკუთვნის, რომელმაც დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ერთბაშად რამდენიმე ვებ-გვერდის ვერსიით, სრულიად დამსახურებულად დასახელდა.

მე-15 წუთზე ეგოიანმა ანგარიში გახსნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან სწრაფად შევიდა საჯარიმოში, მასპინძელთა მცველებმა ხელი ვერ შეუშალეს და ტექნიკური დარტყმით აიღო მასპინძლების კარი. მე-60 წუთზე კი ირაკლიმ 11-მეტრიანი ჩვეულ სტილში, ცივსისხლიანად შეასრულა და გამარჯვებულის შესახებ ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოხსნა. ეგოიანი 89-ე წუთზე შეცვალეს და ჯამში მან კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, 2 გაიტანა, კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა, თუმცა ვერ გამოიყენა, პასები 88-პროცენტიანი (25-დან 22) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 39-ჯერ შეეხო, ათიდან ერთი ორთაბრძოლა მოიგო და ერთადერთი საჰაერო დუელი წააგო.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 11 შეხვედრაში ირაკლი ეგოიანის ანგარიშზე 5 გოლი და 5 საგოლე პასია. მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელი და მისი თანაგუნდელები ნიდერლანდების ერედივიზიონში 1 ნოემბერს, საკუთარ სტადიონზე „ტვენტესთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 17:30 წუთზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    წიტაიშვილის რაიომ მე-4 ლიგის კლუბს მძიმე ბრძოლაში მოუგო | მიქაუტაძემ ცვლილებაზე ითამაშა
    წიტაიშვილის რაიომ მე-4 ლიგის კლუბს მძიმე ბრძოლაში მოუგო | მიქაუტაძემ ცვლილებაზე ითამაშა