დინამო ბათუმი, გორის დილა
Aa
Aa

დინამო ბათუმმა დილას მოუგო - თასის ფინალისტები ცნობილია

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს საფეხბურთო თასის გათამაშებაში ორივე ფინალისტის ვინაობა ცნობილია. „დინამო ბათუმმა“ საკუთარ სტადიონზე გორის „დილა“ 3:1 დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც გიორგი ჭიაბრიშვილის მომზადებული კლუბის მეტოქე „გაგრა“ იქნება.

ბათუმში გამართულ შეხვედრაში მოულოდნელად სტუმრები დაწინაურდნენ - გორელები წინ ეფექტური დარტყმით შოთა შეყილაძემ გაიყვანა, თუმცა მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე გულშემატკივრები გაახარეს და ლუქსემბურგელმა ლეგიონერმა დირკ კარლსონმა წონასწორობა აღადგინა. ამ გოლიდან ზუსტად რვა წუთში ბათუმელები მაურიდესმა დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა დააფიქსირა.

ცნობისათვის, „დინამო ბათუმს“, რომელმაც სეზონი სერიოზული ფინანსური კრიზისის ფონზე დაიწყო, წლის ოქროს დუბლით დასრულების მშვენიერი შანსი აქვს, რადგან თასის ფინალში გასვლის პარალელურად, ზღვისპირელები Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილსაც ლიდერობენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მაურიდესის საოცარი გოლი | დინამო ბათუმმა სამგურალი დამაჯერებლად დაამარცხა
    მაურიდესის საოცარი გოლი | დინამო ბათუმმა სამგურალი დამაჯერებლად დაამარცხა