ესპანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო კოპა დელ რეის დღევანდელი მატჩები გადაიდო
Aa
Aa

ესპანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო კოპა დელ რეის დღევანდელი მატჩები გადაიდო

ესპანეთში, მადრიდის სამხრეთით ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი. ეს ინფორმაცია ესპანურ პრესაში გავრცელდა და ირკვევა, რომ ჩქაროსნული მატარებელი მეორე მატარებელს ტოლედოსთან შეეჯახა.

ტრაგედიის შემდეგ ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ სწრაფად იმოქმედა და ზომები მიიღო. ოთხშაბათს „კოპა დელ რეის“ 24 შეხვედრა უნდა გამართულიყო, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ მათი გადადება გადაწყვიტა. ამ მომენტისთვის უცნობია, ეს თამაშები როდის გაიმართება.

Cadena SER-ის მიხედვით, ფეხბურთის ფედერაციაში ხუთშაბათის მატჩების გადადებაც განიხილეს. ამ საკითხზე საბოლოო ვერდიქტი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი და დიდი შანსია, ისინიც არ ჩატარდეს.

დღეს, „კოპა დელ რეიზე“ გიორგი გოჩოლეიშვილისა და იური ტაბატაძის „კადისს“, ხვალ კი საბა საზონოვის „ხეტაფეს“, გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიასა“ და გიორგი გულიაშვილის „რასინგს“ უნდა ეთამაშათ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. რკინიგზის ოპერატორმა კომპანია Adif-მა განაცხადა, რომ მადრიდისა და სამხრეთ ანდალუსიის რეგიონის დამაკავშირებელ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ლეიკერსში | 17 ქულა პორტლენდის წინააღმდეგ
    მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ლეიკერსში | 17 ქულა პორტლენდის წინააღმდეგ