პეტრიაშვილი RAF-ში მეორედ იჭიდავებს | ქართველის მეტოქე ცნობილია
ქართველი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი RAF-ში მეორე ორთაბრძოლას ჩაატარებს. მისი მეტოქე კუბელი იონგერ ბასტიდა იქნება. შეხვედრა 28 ნოემბერს, ჩიკაგოში, NOW Arena-ზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული RAF-ის მძიმე წონის საჩემპიონო ქამრისთვის უაიატ ჰენდრიქსონს დაუპირისპირდება.
ივლისში RAF-ის ღონისძიება თბილისში ჩატარდა, ქართველებიდან, საჭიდაო ხალიჩაზე პირველი გენო პეტრიაშვილი გამოვიდა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელ ჯეიკ ვარნერს დაუპირისპირდა და 10:0 დაამარცხა. 32 წლის პეტრიაშვილისთვის ბასტიდასთან შეხვედრა RAF-ში რიგით მეორე იქნება.
RAF მოჭიდავეებს მაღალი ფულადი ჰონორარების სანაცვლოდ, ერთჯერად, სარეიტინგო ორთაბრძოლებში მონაწილეობას სთავაზობს. Real American Freestyle თავისუფალი ჭიდაობის სტილია, ოღონდ ამერიკული ინტერპრეტაციით, რომელიც ბოლო დროს სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
პეტრიაშვილის პირველი გამოსვლა RAF-ის ტურნირზე
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს