მსოფლიო ჩემპიონატი | ლოლუას ბრინჯაო და კიდევ ერთი ბრინჯაოს შანსი
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით ბრინჯაოს მედალი ვახტანგ ლოლუამ მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მონღოლი დავააბანდი მუნხ ერდენი 10-0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა.
დღესვე, საქართველოს სახელით 72 კგ. წონით კატეგორიაში იური ლომაძემაც იჭიდავა. ქართველმა ნახევარფინალამდე შეძლო მისვლა, თუმცა გადამწყვეტ ბრძოლაში უნგრელ კრისტიან იშტვან ვანსასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და საბოლოოდ, ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს