მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, დენა უაითი
Aa
Aa

მერაბ გიჟი ხარ?! ეს წარმოუდგენელი ბრძოლა იყო! - დენა უაითის კომენტარი

დენა უაითის განცხადებით, UFC 333-ის საუკეთესო ბრძოლა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება იყო. თითოეული დამატებით 100 000 აშშ დოლარს მიიღებს. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ UFC-ის პრეზიდენტა დენა უაითმა პრესკონფერენცია გამართა, მისი განცხადებით დვალიშვილს იმედგაცრუების საფუძველი არ აქვს, რადგან ბრწყინვალე ბრძოლა შედგა.

ჟურნალისტი: რა გითხრათ მერაბმა ბრძოლის შემდეგ?

დენა უაითი: ის უბრალოდ ამბობდა: „ვწუხვარ, ვნანობ...“ იცით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა. მე კი ვუთხარი: „მოიცა, მერაბ, გიჟი ხარ?! ეს წარმოუდგენელი ბრძოლა იყო!“

მერაბი ფიზიკურად უკეთესად ვერც იბრძოლებდა, მან საკუთარი მაქსიმუმი გააკეთა. ვფიქრობ, მერაბს არაფერი აქვს ისეთი, რის გამოც თავი იმედგაცრუებულად უნდა იგრძნოს, ამის საფუძველი არ აქვს. ბრძოლა უნაკლო იყო. დიახ, მან წააგო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი გამოსვლა! უპირველესად, შეხედეთ ფაქტს: მან სხეულში მძიმე დარტყმა მიიღო, თუმცა წინ წამოსვლა და ბრძოლის გაგრძელება მაინც შეძლო.

ჟურნალისტი: პიოტრ იანის გამარჯვების შემდეგ შეგიძლიათ თქვათ, რომ ის სუპერმსუბუქ წონაში ისტორიაში საუკეთესოა?

დენა უაითი: კი, ძნელია, ასე რომ არ თქვა.

ალექსანდრ ვოლკანოვსკი და ლოუნერ კავანა — თითოეულმა მიიღო 100-100 ათასი დოლარი გამორჩეული გამარჯვებისა და ნოკაუტისთვის/ნოკდაუნისთვის. ასევე, ყველა იმ მებრძოლმა, რომელმაც თავისი ბრძოლა ვადამდე დაასრულა დამატებით $25 000 მიიღებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მისი ძალების გამოფიტვა მჭირდებოდა | პიოტრ იანი დვალიშვილთან გამარჯვებაზე
    მისი ძალების გამოფიტვა მჭირდებოდა | პიოტრ იანი დვალიშვილთან გამარჯვებაზე