გაგუას ეფექტური მოძრაობები და ბრწყინვალე გოლი | მე-13 საგოლე მოქმედება სეზონში
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში „დუნაისკა სტრედასა'' და „რუჟომბეროკის'' მატჩის მე-5 წუთზე მასპინძელთა ქართველმა შემტევმა გიორგი გაგუამ ანგარიში გახსნა, ორი ეფექტური მოძრაობის შემდეგ დარტყმა ზუსტად შეასრულა.
„დუნაისკა სტრედამ'' მეტოქე 5:0 გაანადგურა, გაგუა 75-ე წუთზე შეცვალეს, როცა ხუთივე გოლი გასული იყო.
გიორგი გაგუას გოლი
გაგუას კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს, სლოვაკეთის ჩემპიონატში თერთმეტივე მატჩი სასტარტოდან დაიწყო, მის აქტივში 5 გოლი და 5 საგოლე პასია. კონფერენს ლიგაზე ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა („ველეჟ მოსტართან’’) და 1 საგოლე პასი („ტვენტესთან’’) შეასრულა. სლოვაკეთის თასზე ერთ მატჩში მის ანგარიშზე 1 გოლია.
11 მატჩის შემდეგ „დუნაისკა სტრედამ'' 29 ქულა დააგროვა, პირველზეა და მეორეადგილოსან „ტრნავას'' 7 ქულით უსწრებს, თუმცა „ტრნავამ'' 22 ქულა ათ მატჩში დააგროვა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს