17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.
25-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ტატა მატვეევას გუნდი B ლიგის მეორე ჯგუფის შეხვედრებს თბილისში გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, უელსი და ლუქსემბურგი იქნებიან.
საქართველოს ნაკრების მატჩებს სფფ-ის ტექნიკური ცენტრი „ბასა“ უმასპინძლებს, ხოლო ჯგუფის სხვა მატჩები თბილისის ზღვის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.
2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის, A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: ანასტასია გოგელია (კოლხეთი), თინიკო ჯაიანი (ბათუმი)
დაცვა: სესილი მასხარაშვილი (რუსთავი), ბარბარე მანაგაძე (მართვე), მარიამ ჩალაძე (რუსთავი), ნინი ვეკუა (ნორჩები), ელენე თვალჭრელიძე (მართვე), ელენე გოგლაძე (ნორჩები), ანანო გაბოევი (გორი იუნაიტედი)
ნახევარდაცვა: ნინო სხირტლაძე (რუსთავი), თამარ ალანია (კოლხეთი), ნინო აბულაძე (ბათუმი), მარიამ გასანოვა (კვარტალი), ანა დოლიშვილი (კვარტალი), მიხალ გოგოლაძე (მაკაბაი ჰადერა, ისრაელი), ნატალია გუგულაშვილი (ფუენლაბრადა, ესპანეთი), მარიამ დარჩიაშვილი (კვარტალი)
თავდასხმა: თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), სოფია წიქარიძე (დინამო სოხუმი), ლიზი ბახტაძე (სპაერი)
მატჩების განრიგი
25 ოქტომბერი: საქართველო - ჩრდ. მაკედონია
28 ოქტომბერი: უელსი - საქართველო
31 ოქტომბერი: ლუქსემბურგი - საქართველო
nakrebi.ge
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს