WU19 | გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი სომხეთთან გამარჯვებით დაასრულა
Aa
Aa

WU19 | გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი სომხეთთან გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა. 

საწყის ტურში ბულგარეთთან გამარჯვების, და ირლანდიასთან მარცხის შემდეგ, ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ბოლო შეხვედრა სომხეთთან გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. საქართველოს ნაკრებმა B ლიგის მეორე ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და A ლიგაში დაწინაურების შანსი შეინარჩუნა. B ლიგის საბოლო შედეგები 5 დეკემბერს იქნება ცნობილი. 

წყარო - Nakrebi.ge

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები