ბეშიქთაში
Aa
Aa

„ჩვენი ფანები უბრალოდ თავს იცავდნენ“ - ბეშიქთაშის კაპიტანი

თურქული „ბეშიქთაშის“ კაპიტანმა ორკუნ ქიოქჩუმ სტამბოლში დაბრუნების შემდეგ ბათუმში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

„ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ შინ 3 ქულით დავბრუნდით. ახლა უნდა დავისვენოთ, იმიტომ რომ წინ დერბი გველოდება [30 ნოემბერს ბეშიქთაში გალათასარაის მიიღებს].

რთული მომენტები გამოვიარეთ, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ შეკრული გუნდი და ნამდვილი ოჯახი ვართ. ჩვენი გულშემატკივრები უბრალოდ პოლიციისგან თავს იცავდნენ. სტადიონზე დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდით“.

ქართულ პოლიციასთან შეტაკებების შესახებ კომენტარი გააკეთა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, იონდერ იოზენმაც.

„ვგრძნობდით მხარდაჭერას როგორც რიგითი მოქალაქეებისგან, ისე სახელმწიფო დონეზე. არსებული ვიდეომტკიცებულებები გადავეცით იურისტებს და დავუკავშირდით უეფასაც. რაიმე სერიოზულ შედეგებს არ ველოდებით. ჩვენი გულშემატკივრებიბის მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. ნომინალური მასპინძლები ვიყავით, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ დავზარალდით. ჩვენმა ფეხბურთელებმა ხასიათი აჩვენეს და ღირსეულად წარადგინეს როგორც ბეშიქთაში, ისე მთლიანად თურქული ფეხბურთი“.

ცნობისთვის, ბათუმში მომხდართან დაკავშირებით უეფამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ შეხვედრის „ბათუმი არენაზე“ გადატანა მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ორგანიზაციას შეატყობინეს, რომ შეხვედრა თურქეთში არ გაიმართებოდა და მისი ჩატარების ახალ შეთანხმებულ ადგილად საქართველოში ბათუმის სტადიონი განისაზღვრა.

უეფაში ასევე აღნიშნეს, რომ გამოძიებას ჩაატარებენ და ვიდეომტკიცებულებებს შეისწავლიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პოლიცია ჩხუბის განსამუხტად ჩაერია | UEFA-ს განცხადება ბათუმში მომხდარ ინციდენტზე
    პოლიცია ჩხუბის განსამუხტად ჩაერია | UEFA-ს განცხადება ბათუმში მომხდარ ინციდენტზე