ნიკო პასი, კომო
Aa
Aa

The Athletic: ნიკო პასს რეალში დაბრუნების სურვილი არ აქვს

„კომოს“ ნახევარმცველი ნიკო პასი „რეალში“ დაბრუნებას ჯერჯერობით არ გეგმავს, იტყობინება The Athletic.

იტალიურმა კლუბმა არგენტინელი „რეალისგან“ 2024 წელს 6 მილიონ ევროდ შეიძინა. შეთანხმებაში ჩადებული იყო გამოსყიდვის პუნქტები, რომლებიც მომდევნო სამი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მოქმედებდა: შესაბამისად 8, 9 და 10 მილიონ ევროდ. ივნისში პირობები გადაიხედა: „კომომ“ აიღო ვალდებულება, „რეალისთვის“ 60 მილიონი ევრო გადაეხადა, გამოსასყიდი თანხა კი 80 მილიონ ევრომდე გაიზარდა - ამასთან, ეს ოფცია ხელმისაწვდომი მხოლოდ 2027 წელს გახდა.

სიტუაციაში ჩახედული წყაროები, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, იტყობინებიან, რომ ამ ეტაპზე თავად პასი „რეალში“ დაბრუნების დიდი სურვილით არ იწვის. მისი პოზიცია შეიძლებოდა შეცვლილიყო, გუნდში მნიშვნელოვანი როლის გარანტია რომ მიეცათ, თუმცა ჯერჯერობით ასეთი გარანტიები არ მიუღია.

წყაროების თქმით, თუ „რეალი“ გადაწყვეტს, გამოსყიდვის ოფცია არ გაააქტიუროს, „კომო“ პასის გაყიდვას საერთო საფუძველზე შეძლებს. ამასთან, დღეისათვის არც ერთ კლუბს არ გამოუჩენია ისეთი ინტერესი, როგორიც „ტოტენჰემს“ 2025 წელს - ნაწილობრივ მოთამაშის გამოსყიდვასთან დაკავშირებული სპეციფიკური პირობების გამო.

მიმდინარე სეზონში ნიკოს ანგარიშზე „კომოსა“ და არგენტინის ნაკრების მაისურით ყველა ტურნირზე 11 გოლია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები