ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, დეზირე დუე
Aa
Aa

„მათაც რომ ეთამაშათ, პრობლემები მაინც იქნებოდა“ - ენრიკე კვარასა და დუეზე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-5 ტურში, „რომასთან“ ფრის (2:2) შემდეგ განვლილი მატჩი შეაფასა.

ჟურნალისტის კითხვაზე - „რამდენად იყო განპირობებული ეს შედეგი კვარაცხელიასა და დუეს არყოფნით“, ენრიკემ ასე უპასუხა:

„არა, ეს „რომას“ დამსახურება იყო. მიუხედავად იმისა, თუ რომელი ფეხბურთელები ითამაშებდნენ ამ მატჩში, უდავოდ პრობლემები შეგვექმნებოდა. როდესაც გუნდი ასეთი ინტენსივობითა და მენტალიტეტით მიმართავს პრესინგს, თამაში ძალიან რთულია. ამ სირთულეების შესახებ მატჩამდეც ვიცოდით, მაგრამ ერთია ამაზე საუბარი და სულ სხვაა - ასეთ წნეხთან გამკლავება. ეს მეტად რთულია. სწორედ ამიტომ იმსახურებს „რომა“ იმაზე მეტ ქულას, ვიდრე ახლა აქვს. მახსოვს, ვუყურე მატჩებს, რომლებიც მათ მადრიდის „რეალთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ წააგეს - ისინი მეტ ქულას იმსახურებდნენ“.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ქულები დაკარგა. 5 ტურის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენი“ სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე მყოფ მადრიდის „რეალს“ კი 5-დან 5 მოგება და შესაბამისად, 15 ქულა აქვს. ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 8 დეკემბერს, სტუმრად, „ასტონ ვილასთან“ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კვერნაძე გასპერინის სათამაშო სტილს ვერ მოერგება“ - ალფრედო პედულა
    „კვერნაძე გასპერინის სათამაშო სტილს ვერ მოერგება“ - ალფრედო პედულა