გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„ვალენსია დაუკავშირდა და დაბრუნება შესთავაზა“ - ესპანელი ჟურნალისტი მამარდაშვილზე

„ვალენსიას“ გიორგი მამარდაშვილის იჯარით დამატება სურს. ამის შესახებ Tribuna Deportiva-ს ჟურნალისტი ექტორ გომესი იტყობინება.

„ვალენსია“ დაუკავშირდა მამარდაშვილს და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „მესტალიაზე“ მის შესაძლო დაბრუნებაზე ესაუბრა.

ქართველი მეკარე, რომელიც ამჟამად „ლივერპულის“ ღირსებას იცავს, ინგლისის დატოვებაზე არ ფიქრობს. „ღამურები“ ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ“, - აღნიშნავს ესპანელი ჟურნალისტი.

ამასთანავე, ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ინსაიდერი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ „ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერი მერსისაიდულ კლუბთან ორწლიან კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

სკირას ცნობით, ალისონის დარჩენის მომხრეა „წითლების“ მთავარი მწვრთნელი ანდონი ირაოლა, რომელმაც ზაფხულში „იუვენტუსში“ ბრაზილიელის ტრანსფერი დაბლოკა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პრემიერ ლიგის საუკეთესო სათადარიგო მეკარეები - მამარდაშვილი Football365-ის სიის ლიდერია
    პრემიერ ლიგის საუკეთესო სათადარიგო მეკარეები - მამარდაშვილი Football365-ის სიის ლიდერია