სანდრო ნარიმანიძე
Aa
Aa

სლოვაკეთის ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი მცველი | ინტერვიუ სანდრო ნარიმანიძესთან

სანდრო ნარიმანიძე სლოვაკეთის ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი მცველია. „ჟილინას“ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა და სლოვაკური გამოცემა, Denniksport-ი, მას სწორედ ამ თემაზე გაესაუბრა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქამდე ამდენი გოლი არასდროს გამიტანია. მიმდინარე სეზონში სამი გოლის გარდა ორი საგოლე გადაცემაც მაქვს და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. უფლის მადლიერი ვარ, რომ ამ შედეგს მივაღწიე და იმედი მაქვს, გოლების გატანას გავაგრძელებ.

ჩემი ახლანდელი სათამაშო ფორმა თავდაჯერებულობის მომატების დამსახურებაა. ვფიქრობ, ამ მხრივ დიდი პროგრესი მაქვს, რაც ნორმალურია, რადგან, როდესაც კარგი პერიოდი გიდგას, საკუთარი თავის უფრო და უფრო მეტად გჯერა. ამას დაუმატეთ ის, რომ სლოვაკეთის ჩემპიონატში საკმარისი გამოცდილება დამიგროვდა“.

ნარიმანიძეს ყოფილ კლუბზე, „იბერია 1999“-ზეც ჰკითხეს, რომელიც კონფერენს ლიგაზე ასპარეზობს: „„იბერია 1999“ ჩემი კლუბია და მის თამაშებს თვალს აქტიურად ვადევნებ. „სლოვანთან“ „იბერია 1999“-მა კარგი გამოცდილება მიიღო, რადგან „სლოვანი“ ძლიერი გუნდია.

ვფიქრობ, ბიჭებმა წინააღმდეგ ღირსეულად ითამაშეს, თუმცა საბოლოოდ ეს საკმარისი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ „იბერია 1999“ ყოველწლიურად პროგრესირებს და მიმდინარე სეზონში ევროტურნირების საგზური მოიპოვა“.

ცნობისთვის, ნარიმანიძის „ჟილინას“ 31 ქულა აქვს და გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედას“ 10 ქულით ჩამორჩება. „ჟილინა“ მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს „კომარნოს“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ქუჩურ ჩხუბს წესები არ აქვს“ | პრატესი უსმანს მერაბზე თავდასხმის გამო არ ამტყუნებს
    „ქუჩურ ჩხუბს წესები არ აქვს“ | პრატესი უსმანს მერაბზე თავდასხმის გამო არ ამტყუნებს