ოფიციალურად - სენეგალს აფრიკის ჩემპიონის ტიტული დაუბრუნეს
Aa
Aa

ოფიციალურად - სენეგალს აფრიკის ჩემპიონის ტიტული დაუბრუნეს

სენეგალის ეროვნულმა ნაკრებმა აფრიკის ერთა თასის 2025 წლის გათამაშების ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის საჩივარი დააკმაყოფილა, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CAF) გადაწყვეტილება გააუქმა და ფინალში მოედანზე დაფიქსირებული შედეგი ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 18 იანვარს რაბათში გამართული ფინალი სკანდალით დასრულდა. მატჩის ძირითადი დროის მიწურულს მაროკოს სასარგებლოდ დანიშნულმა პენალტმა სენეგალელი ფეხბურთელების პროტესტი გამოიწვია. სტუმართა გუნდის მოთამაშეებმა მოედანი დატოვეს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდნენ და შეხვედრა გაგრძელდა.

ბრაჰიმ დიასმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, დამატებით დროში კი გეიემ გამარჯვების გოლი გაიტანა. სენეგალმა მატჩი 1:0 მოიგო და მოედანზე აფრიკის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

თუმცა 17 მარტს CAF-ის სააპელაციო კომიტეტმა სენეგალს ტექნიკური მარცხი (0:3) ჩაუთვალა და ტურნირის გამარჯვებულად მაროკო გამოაცხადა. სენეგალის ფეხბურთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება CAS-ში გაასაჩივრა.

24 ნოემბერს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ სენეგალის საჩივარი დააკმაყოფილა და CAF-ის გადაწყვეტილება გააუქმა.

ამრიგად, სენეგალის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასი ისტორიაში მეორედ მოიგო, მაროკოს კი ტურნირის ჩემპიონობა ჩამოერთვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები