თბილისში მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია გაიხსნა
თბილისში მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია გაიხსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგი, ასევე UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ზვიად ლაზიშვილი და მისი ძმა, საბა ლაზიშვილი სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდა UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძეც, რომელმაც მერაბ დვალიშვილის აკადემიის არსებობის მნიშვნელობაზე გვესაუბრა. ასევე, Crystalsport-თან კომენტარი გააკეთა ზვიად ლაზიშვილმაც, რომელმაც საერთო საქმეში სხვადასხვა სპორტული დარბაზების ჩათვლის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
MMA აკადემია სპორტსმენების მიღებას 30 იანვრიდან დაიწყებს. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს