უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„დენას ადგილზე უსმანს ასე დავსჯიდი“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლის მოსაზრება

აბუ-დაბიში მომხდარი სამარცხვინო და ამაზრზენი ფაქტის შემდეგ, რომლის სულისჩამდგმელებიც უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები იყვნენ, PFL-ის დაღესტნელი ჩემპიონის UFC-სთან კონტრაქტის გაფორმება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ფაქტი ჯიუტია, რომ უსმანის ავტორიტეტი ნულს ქვემოთ არის დასული და რამდენად სურს ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, დენა უაითს ასეთი დაბალი მორალის მქონე ადამიანთან საქმის დაჭერა, რთული სათქმელია. სირთულეებიდან თავის დაძვრენის ორიგინალური ხერხი შესთავაზა უაითს UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ბრენდან შაუბიმ, რომელმაც ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ასეთი კომენტარი გააკეთა:

„იქიდან გამომდინარე, რომ უსმან ნურმაგომედოვი ამჟამად ბაზარზე ყველაზე ღირებული თავისუფალი აგენტია, დენა უაითის ადგილზე მასთან თანამშრომლობის შანსს ხელიდან არ გავუშვებდი. თუმცა, არც მომხდარი მოვლენების დავიწყება და მისთვის გვერდის ავლა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე იდეალური გამოსავალი ასეთი იქნებოდა - მასთან კონტრაქტის ახლავე გაფორმება და შემდეგ ეგრევე ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასჯა“.

ცნობისათვის, უსმან ნურმაგომედოვმა PFL-ის ორგანიზაცია მსუბუქი წონის ჩემპიონის რანგში, დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით გადავა და თუ UFC-ის ხელმძღვანელები მასთან ხელშეკრულება გააფორმებენ, დაღესტნელი ილია თოფურიას დივიზიონში იჩხუბებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მეფესავით პოდკასტი - ლიანა ჯოჯუა
    მეფესავით პოდკასტი - ლიანა ჯოჯუა