ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე
Aa
Aa

მაგრად იყავი ძმაო, ამას გადავიტანთ | ხვიჩას მხარდაჭერა დეზირე დუეს

ლიგა 1-ის მე-11 ტურში ნიცა შინ პსჟ-სთან 2:3 დამარცხდა. 32-ე წუთზე დეზირე დუემ პარიზული გუნდი დააწინაურა, მისი გოლით ანგარიში 1:2 გახდა. ტაიმის მიწურულს დუე დაშავდა და, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ტრავმა საკმაოდ მძიმეა: დეზირეს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ Instagram-ის „სთორიში“ დუეს მისამართით დაწერა: „მაგრად იყავი, ძმაო, გადავიტანთ და მალე ისევ ერთად დავბრუნდებით მინდორზე — ღიმილით და იმის კეთებით, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. ყველანი შენ გვერდით ვართ“.

21 წლის დეზირე დუემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით პსჟ-ს რიგებში 15 მატჩი ჩაატარა (965 წუთი), 6 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. ხვიჩას მსგავსად გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მათი არყოფნა ლუის ენრიკეს გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება. მოსალოდნელია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პარიზული კლუბი იაქტიურებს, რადგან ორი წამყვანი ფეხბურთელისთვის სეზონი უკვე დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში „ბარსელონასთან“ მატჩში გაიწყვიტა. სამწუხაროდ, მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. დიდი ალბათობით, კვარაცხელია მწვანე მოედანს სრული დატვირთვით მომდევნო სეზონში დაუბრუნდება.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა (377 წუთი), თავი 1 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მან 3-დან ორ შეხვედრაში ითამაშა: „სლოვანთან“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, „მან. სიტისთან“ შეცვლაზე გამოვიდა (24 წუთი ითამაშა), „ბარსელონასთან“ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ტრავმის გამო 59-ე წუთზე შეცვალეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საქართველოს დამარცხებაც შეიძლება“ - ფარერის კუნძულების მთავარი მწვრთნელი
    „საქართველოს დამარცხებაც შეიძლება“ - ფარერის კუნძულების მთავარი მწვრთნელი