“ყოველდღე ძალიან ბევრს ვმუშაობ“ - ზურიკო რეიმსის დამარცხების შემდეგ
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში რეიმსი შინ სენტ-ეტიენთან 0:1 დამარცხდა.
სენტ-ეტიენის ერთ-ერთი ლიდერი და ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 59-ე წუთზე მინდორზე გამოვიდა და სამ წუთში ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, ეს გოლი გამარჯვების აღმოჩნდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა:
„რა თქმა უნდა, რთული თამაში იყო, განსაკუთრებით პირველი წუთები, მაგრამ ჩვენ სიმშვიდე შევინარჩუნეთ. მატჩის დაწყებიდან, 25 წუთის შემდეგ, ბურთის კონტროლი დავიწყეთ. მეორე ტაიმში გოლი მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, რეიმსზე უკეთესები ვიყავით. გამარჯვება დავიმსახურეთ. ყოველდღე ძალიან ბევრს ვმუშაობ და მინდა გუნდს დავეხმარო.“
შეგახსენებთ, რომ ზურიკომ 22 აგვისტოს შემდეგ პირველად გაიტანა. მისი უგოლო სერია სამი თვე გრძელდებოდა.
ცნობისთვის, დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ზურიკო ფრანგულ კლუბში როტაციაშია, სასტარტოში შეუცვლელად 13-დან მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა.
ასევე გეტყვით, 13 ტურის შემდეგ სენტ-ეტიენი 31 ქულით პირველზეა, მეორეადგილოსან ნანსის 3 ქულით უსწრებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს