ბოკა ხუნიორსმა სუდამერიკანა მოიგო - ტიტულის ზეიმი პარედესის ინციდენტმა დაჩრდილა
„ბოკა ხუნიორსმა“ კოპა სუდამერიკანას 2026 წლის სეზონის ფინალში „ატლეტიკო მინეირო“ 2:0 დაამარცხა და ტიტული მოიპოვა. კოლუმბიის ქალაქ ბარანკილიაში გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში არგენტინული გუნდის გამარჯვება სანტიაგო ასკასიბარისა და მიგელ მერენტიელის გოლებმა უზრუნველყო.
„ბოკა ხუნიორსმა“ ამ წარმატებით ისტორიაში 76-ე ტიტული მოიგო და კოპა სუდამერიკანა მესამედ დაისაკუთრა. არგენტინულმა გრანდმა აღნიშნული ტურნირი 21-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.
შეგახსენებთ, რომ კლუბისთვის 2026 წელი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა — „ბოკა ხუნიორსმა“ ქვეყნის ჩემპიონობაც იზეიმა და საერთაშორისო ტიტულიც მოიპოვა.
თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ არგენტინელი გულშემატკივრები ანერვიულდნენ. მატჩის შემდგომი ინტერვიუს დროს ლეანდრო პარედესი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გონება დაკარგა.
სამედიცინო პერსონალი ფეხბურთელთან უმალ გაჩნდა და დახმარება დროულად აღმოუჩინა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიტუაცია ბურუსით იყო მოცული, ხოლო შემდეგ, პარედესმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო, რომ თავს კარგად გრძნობს. ჯერჯერობით გონების დაკარგვა მიზეზი უცნობია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს