ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

მე-11 საგოლე მოქმედება სეზონში | ეგოიანის გოლი და გამარჯვება ფეიენორდთან

ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში როტერდამული დერბი გაიმართა — ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის გაწვრთნილი „ფეიენორდი“ შინ „ექსელსიორთან“ 2:3 დამარცხდა.

მე-2 წუთზე ხივაირო რედმა „ფეიენორდი“ დააწინაურა, მე-6 წუთზე კი მარიო დომინგესმა წონასწორობა აღადგინა. მე-40 წუთზე ირაკლი ეგოიანმა პენალტი ზუსტად შეასრულა და სტუმრები წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში კასპერ ვიდელმა სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა — 1:3. 67-ე წუთზე იან პლუგის ავტოგოლით ანგარიში 2:3 გახდა.

ეგოიანის მე-6 გოლი მიმდინარე სეზონში

 

ამ გამარჯვებით „ექსელსიორმა“ 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა — ამ მატჩამდე გუნდმა ზედიზედ ხუთი შეხვედრა დათმო. 18-გუნდიან ჩემპიონატში 14 ქულით მე-12 ადგილზეა, ფლეი-აუტის ზონას 4 ქულით უსწრებს, ხოლო კონფერენს ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩება.

ცნობისთვის, ეგოიანმა ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურში ითამაშა: 13-ვე მატჩი სასტარტო 11-ში დაიწყო, 13-დან 11-ში 90 წუთი გაატარა და საერთო ჯამში მოედანზე 1 128 წუთი დაჰყო.

მის ანგარიშზე 4 გოლი („კამბურთან“, „ვილემ II“-თან, „გრონინგენთან“ და „ფეიენორდთან“) და 5 საგოლე პასია („კამბურთან“, „პსვ“-სთან, „ვილემ II“-თან, „ნეიმეგენთან“ და „აიაქსთან“). გარდა ამისა, ნიდერლანდების თასზე „მაასტრიხტთან“ დუბლი შეასრულა და საერთო ჯამში ამ სეზონში მის აქტივში 11 საგოლე მოქმედებაა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საქართველოს დამარცხებაც შეიძლება“ - ფარერის კუნძულების მთავარი მწვრთნელი
    „საქართველოს დამარცხებაც შეიძლება“ - ფარერის კუნძულების მთავარი მწვრთნელი