76 წლის ასაკში - გოჩა მაჩაიძე გარდაიცვალა
სამწუხარო ინფორმაცია ქართული ფეხბურთის და მთლიანად ქართული სპორტის გულშემატკივრებისთვის - თბილისის „დინამოს“ ისტორიაში საუკეთესო თაობის, ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გოჩა მაჩაიძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამბროლაურელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში სხვადასხვა კლუბებში უასპარეზია, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას დედაქალაქის გუნდში მიაღწია, სადც 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.
გოჩა მაჩაიძე 1950 წლის 21 ივნისს, ამბროლაურში დაიბადა და როგორც ნახევარმცველის, ასევე მცველის პოზიციაზე ასპარეზობა თანაბარი წარმატებით შეეძლო. იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, რუსთავის „მეტალურგის“, ლანჩხუთის „გურიას“, მოსკოვის „სპარტაკისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას. თბილისის „დინამოში“ კი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონობამდე, ერთხელ ჩემპიონატის ვერცხლის, ორჯერ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ცნობისათვის, „დინამოს“ რიგებში ჩემპიონობის გარდა, მაჩაიძემ ორჯერ საბჭოთა კავშირის თასიც მოიპოვა. რაც შეეხება ევროტურნირებზე მის ასპარეზობას, ათჯერ - უეფას თასზე, ორჯერ - ჩემპიონთა თასზე, ერთხელ კი თასების მფლობელთა თასზე იასპარეზა, რის შემდეგაც კარიერის ქუთაისის „ტორპედოში“ გაგრძელება გადაწყვიტა, რომელიც მისთვის უკანასკნელი კლუბი იყო და 1982 წელს ფეხბურთის თამაშისთვის თავის დანებებაც გადაწყვიტა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს