ლობჟანიძის საკვანძო პასები | ქართველის გუნდმა პენალტებში მოიგო და შემდეგ ეტაპზეა
MLS-ის ფლეი-ოფში, 1/16-ფინალში სიეტლ საუნდერსისა და სოლტ ლეიკ სიტის მატჩი 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში სიეტლი 2:4 დამარცხდა და საბა ლობჟანიძის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც სან ხოსეს დაუპირისპირდება.
საბა ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა. გამათანაბრებელი გოლისას შეტევა მისი კარგი გადაცემით განვითარდა. მალევე, კიდევ ერთი კონტრშეტევა წამოიწყო და დასრულება თავად შეეძლო, თუმცა მცველებმა ზუსტად იმოქმედეს.
პენალტების სერიაში საბას მონაწილეობა არ მიუღია.
ლობჟანიძე სოლტ ლეიკ სიტის გასულ ზაფხულში შეუერთდა, ყველა ტურნირის ჩათვლით 23 მატჩი ჩაატარა (1 226 წუთი), 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს