ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარადონამ გარკვეული წნეხი შემიქმნა“ - ხვიჩამ ნაპოლიში გატარებული პერიოდი გაიხსენა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ GQ Magazine-სთან ინტერვიუს დროს „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და ფანების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

რას ამბობს ხვიჩა:

„მანამდე სხვადასხვა გუნდში მქონდა ნათამაშები და ვფიქრობდი, რომ განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, მაგრამ როდესაც იქ ჩავედი, მაშინვე მივხვდი, რომ ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო.

მეტსახელი კვარადონა? ამან გარკვეული წნეხი შემიქმნა. ნეაპოლში მარადონა ღმერთივითაა. მასთან შედარება დიდი პატივია. რა თქმა უნდა, ეს გადაჭარბებულია, მაგრამ ნეაპოლელები ასეთები არიან - ეს მათი ბუნებაა.

იქ შეიძლება 90 წლის ქალებსაც შეხვდეთ, რომლებმაც ფეხბურთის შესახებ ყველაფერი იციან. იქ თამაშმა სპორტისადმი ჩემი სიყვარული კიდევ უფრო გაზარდა. როდესაც მითხრეს, რომ პსჟ ჩემით იყო დაინტერესებული, მაშინვე მომინდა წასვლა. პარალელურად, მათ მატჩებს ვუყურებდი და პარიზელი გულშემატკივრების ვნებას ვხედავდი. მინდოდა, მათთვის მეთამაშა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულიდან 2025 წლის იანვრამდე თამაშობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 107 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    საუკეთესო ფორვარდი და ფეხბურთელი - ხვიჩა Globe Soccer Awards-ზეა წარდგენილი
    საუკეთესო ფორვარდი და ფეხბურთელი - ხვიჩა Globe Soccer Awards-ზეა წარდგენილი