ევრო 2028 | საქართველოს ნაკრები შესარჩევში მესამე კალათაში იქნება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B2 ჯგუფში ასპარეზობა 2 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი მხოლოდ კლასიკური შესარჩევიდან გვექნება.
54 ევროპული ქვეყანა 12 ჯგუფში გადანაწილდება (6 ოთხგუნდიანი და 6 ხუთგუნდიანი ჯგუფი). წილისყრის კალათები ასე გამოიყურება:
1) ინგლისი, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ნორვეგია, საბერძნეთი, იტალია, დანია, ხორვატია
 
2) უელსი, სერბეთი, თურქეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, შვედეთი, ავსტრია, ჩრდ. ირლანდია, სლოვენია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უნგრეთი, ირლანდია
 
3) უკრაინა, შოტლანდია, კოსოვო, პოლონეთი, ისრაელი, რუმინეთი, საქართველო, ჩრდ. მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, სლოვაკეთი
 
4) ესტონეთი, ბელარუსი, ფარერის კუნძულები, კვიპროსი, ფინეთი, მოლდოვა, სომხეთი, ბულგარეთი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლატვია, სან-მარინო
 
5) მალტა, აზერბაიჯანი, ლიეტუვა, ანდორა, გიბრალტარი, ლიხტენშტაინი
ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ საქართველოს ნაკრებს ჯგუფის მოგება ან 8 საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვედრა დასჭირდება. დანარჩენი 4 მეოთხეადგილოსანი პლეიოფში თამაშს შეძლებს, მაგრამ ეს რიცხვი შესაძლოა ორამდე შემცირდეს, თუ ტურნირის 4 მასპინძლიდან 2 კვალიფიკაციას ვერ გაივლის.
შესარჩევის წილისყრა ჩრდ. ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში 6 დეკემბერს გაიმართება. აქვე შეგახსენებთ, რომ 2028 წელს ევროპის ჩემპიონატს ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ირლანდია უმასპინძლებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს