ანდრეა მალდერა
Aa
Aa

სწრაფი გოლის შემდეგ დრო ჩვენზე მუშაობდა | უკრაინელთა მწვრთნელის კომენტარი

 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა სლოვაკეთში, კოშიცეში უკრაინასთან გამართა. მატჩი უკრაინის ნაკრებმა 1:0 მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 2 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა, თან ისე რომ გოლი არ გაუტანია. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც გოლი ვერ გაიტანა.

მატჩის შემდეგ უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ მედიასთან ისაუბრა.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბიჭებს წარმოუდგენლად პოზიტიური გუნდური სულისკვეთება ჰქონდათ. სწრაფი გოლი, რომელიც გავიტანეთ, ძალიან დაგვეხმარა. მეორე მხრივ, ტაქტიკური თვალსაზრისით ცოტა უყურადღებოდ ვმოქმედებდით. თუმცა, დღეს სასწორზე სწორედ შედეგი იდო — მისი მიღწევა უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. ზოგჯერ ასეთი მძიმე მატჩების მოგებაც უნდა შეგეძლოს.

რა თქმა უნდა, ბურთის ართმევაზე გადასვლას არ ვჩქარობდით — დღეს დრო ჩვენზე მუშაობდა. დიახ, ზოგიერთ ეპიზოდში დაცვაში ზედმეტად ღრმად ჩავჯექით, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თამაში ძალიან რთული იყო. როდესაც ასეთი მატჩების ჩატარება გიწევს, ეს უნდა მიიღო და ასეთი ფეხბურთის თამაშიც შეძლო“, — თქვა მალდერამ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები