U17 - ფრე ყაზახეთთან და მეორე რაუნდის A ლიგის საგზური
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ რაუნდში ყაზახეთს დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა (1:1).
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში პირველი გოლი ანდრია ოჩიგავამ გაიტანა, რომელმაც დემეტრე ქურასბედიანის მოწოდებულ კუთხურზე თავით ითამაშა და ჩვენი გუნდი დააწინაურა, მაგრამ 87-ე წუთზე ასევე კუთხურიდან ალი სადირბაევმა წონასწორობა აღადგინა.
შემადგენლობა:
შოთა მეტონიძე, გიორგი აბულაძე, ნიკოლოზ კობზონაძე, ანდრია ფოცხვერია, ალექსანდრე ჩიქოვანი, დავით მაჭარაშვილი, ანდრია ოჩიგავა (გიორგი ღუნაშვილი, 71), დემეტრე ქურასბედიანი (ჯუმბერ დუმბაძე, 87), გური კაკაბაძე (ერეკლე კაკულია, 62), გაბრიელ გოგუა, ნიკოლოზ სახვაძე
სათადარიგო: ოთარ გურიელი, ნიკოლოზ ლიპარტელიანი, დემეტრე ჩხარტიშვილი, საბა მეტონიძე, გიორგი მღებრიშვილი, დიმიტრი ბიჩინაშვილი.
ჯგუფში საქართველომ 2 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა. ყაზახეთს 4 ქულა აქვს, ავსტრიას კი 1. შესაბამისად, საქართველო და ყაზახეთი ასპარეზობას 22-31 მარტს გასამართ მეორე რაუნდის A ლიგაში განაგრძობენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს