მერაბ დვალიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„როდესაც უსმანი ჩემთან მოვიდა, ღიმილით შევხვდი, მან კი...“ - მერაბმა ინციდენტი დეტალურად გაიხსენა

მერაბ დვალიშვილმა ცოტა ხნის წინ, არიელ ჰელვანის შოუში აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე ამომწურავად ისაუბრა და მომხდარი დეტალურად გაიხსენა.

რას ამბობს დვალიშვილი:

რა თქმა უნდა, წარმოდგენაც არ მქონდა, თუ მათი მხრიდან ასეთი რამ მოხდებოდა. იქ საჭიდაოდ და დროის კარგად გასატარებლად ვიყავი ჩასული. როგორც კადრებშიც ჩანს, როცა შემოვბრუნდი, ვიღიმოდი. აბუ-დაბიში ახალი ჩასული ვიყავი, სულ რაღაც სამი წუთის მისული ვიყავი სასტუმროში.

ისინი არ მყავდა ნანახი და იმ მომენტამდე არაფერი მომხდარა. როცა სასტუმროში შევედი, უბრალოდ ფოტოებს ვიღებდი ბავშვებთან, რომლებიც იქ მელოდებოდნენ, და კიდევ რამდენიმე ადამიანთან. ფოტოებს ვიღებდი, როცა ოპერატორი დავინახე - ის RAF-ისთვის მუშაობდა - და მთხოვა ინტერვიუ ჩაგვეწერა იმაზე, თუ როგორ ჩაივლიდა ჭიდაობა. მეც ჭიდაობისთვის ვიყავი მომზადებული.

უსმანმა კითხვა დამისვა, მაგრამ არ გამიგია, რა თქვა, მაგრამ ვიდეოში რუსულ ენაზე დასვა კითხვა და როგორც კი ეს თქვა, მაშინვე ხელი გამარტყა.

რას ვგრძნობ, როცა ამ ყველაფერს ვუყურებ? ახლა უსმანმა ჩემს თვალში, როგორც კაცმა, პატივისცემა დაკარგა. უსმანი და უმარი ცუდი წარმომადგენლები არიან დაღესტნელი ხალხისთვის და მუსლიმებისთვის. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს დაღესტნელებთან ან მუსლიმებთან - მხოლოდ ამ ორ ადამიანთან. დანარჩენი ოთხი კაცი საერთოდ არ მაინტერესებს. ეს ორი კი, როგორიც არიან და როგორც იქცევიან, ნამდვილი კაცები არ არიან, მხდალები არიან.

უმარიც ერთ-ერთი მონაწილე იყო, ის მოგვიანებით მოვიდა. არ ვიცი, ისიც დააკავეს თუ არა, მაგრამ უმარიც უსმანივით მხდალია. მასზე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ადრე ვაპატიე, ახლა კი ძალიან შეეშალა.

დაშავებით არ დავშავებულვარ. მცირე დაზიანებები მივიღე. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არანაირი ტრავმა არ მაქვს. ჩხუბები გვქონია და ამასთან პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ პრობლემა ისაა, თუ როგორც ის, თუ როგორც მოიქცნენ.

რა მოხდებოდა საბა რომ არ ყოფილიყო? ვიჩხუბებდი ისე, როგორც კაცს შეეფერება. კაცი ვარ და არ მაინტერესებს, თუნდაც 10 ან 20 კაცის წინააღმდეგ მომიწიოს ჩხუბი. კაცი ვარ და არ მადარდებს. მე მართალი ვარ. ამ შემთხვევაში მე მართალი ვარ. მართალი ვიყავი მაშინაც, როცა საქართველოში პროვოკაცია მომიწყვეს - 100%-ით მართალი. და მართალი ვარ ამ შემთხვევაშიც - 100%-ით მართალი. და ძალიან მშვიდად მძინავს, რადგან კაცურად ვცხოვრობ, სიმართლეს ვლაპარაკობ და სიმართლით ვმოქმედებ.

დარწმუნებული ვარ, ნახე, რომ აჰმადის პოსტს გამოვეხმაურე. კი, ვიჩხუბე მასთან და მასთანაც 100%-ით მართალი ვარ. ამის შემდეგ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, რადგან არ მინდოდა კონფლიქტი. ის ჩემს ქვეყანაში იყო და როგორც ადრეც ვახსენე, ყველა ჩემს მეგობარს უნდოდა მათ მეგობრებთან ჩხუბი, მაგრამ ეს სიტუაცია კარგად მოვაგვარე. კიდევ ერთხელ გეუბნები: პროვოკაცია მომიწყვეს და ისეთი რეაქცია მქონდა, როგორიც ნებისმიერ კაცს ექნებოდა. ამის შემდეგ კი ძალიან ადამიანურად მოვიქეცი, ხელი ჩამოვართვი, ვაპატიე და ახლა ჩემსა და მას შორის ყველაფერი კარგად არის.

მაგრამ ჩხუბის დროს, რადგან გაბრაზებული ვიყავი და პროვოკაციაზე წამომაგეს, მისი ოჯახის წევრი ვახსენე. თუმცა მინდა დეტალებშიც შევიდე - საქართველოში ჩხუბის დროს ეს სიტყვა „გამარჯობასავით“ არის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, როცა ვიდეო ვნახე, როგორც კაცმა - მე პატივს ვცემ ყველა მუსლიმს და არანაირი განზრახვა არ მქონია, ვინმეს ოჯახისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა - ეს მხოლოდ ჩემსა და აჰმადს შორის იყო. მე კაცი ვარ და დღეს საჯაროდაც ვთქვი, რომ შევაგინე მისი ოჯახის წევრს და ამის გამო ბოდიში მოვიხადე. სულ ეს არის. მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვი: მე და ახმადმა ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ყველაფერი დასრულდა. ეს საქმე კაცურად დაიხურა და რაც ჩვენ შორის მოხდა, მორჩა. ახლა კი ის, თუ როგორ იმოქმედეს ამათ და როგორ მოაწყვეს ეს ყველაფერი - ეს არ იყო ნამდვილი კაცის საქციელი. დიახ, ისინი მხდალები არიან.

მაგრამ კიდევ ერთი რამის თქმა მინდა: როცა მითხრეს, რომ დაკავებულები იყვნენ, ვთხოვე, რომ გთხოვთ, გამოუშვით-მეთქი. სწორედ ამიტომ წამიყვანეს განყოფილებაში - იმედი მქონდა, რომ მათ გათავისუფლებაში დავეხმარებოდი. ამიტომ წაგვიყვანეს მე და საბა იქ. ვიფიქრე, რომ საჩივარს არ შევიტანდით და ყველაფერს ვიტყოდით, რაც მათ გამოშვებაში დაეხმარებოდა. იქ ორი დღე გაგვაჩერეს და პოლიციის განყოფილებაშიც ცდილობდნენ ეთქვათ, რომ მათ წინააღმდეგ საჩივარი შეგვეტანა. რა თქმა უნდა, უარი ვთქვით, რადგან ვუთხარით, რომ უბრალოდ ვიჩხუბეთ და ასეთი რამ მებრძოლებს შორის ხდება. პროკურორიც კი ამას გვეუბნებოდა და მოსამართლეც. მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში და ახლაც, რაც შემიძლია ვაკეთებ, რომ ციხიდან გამოვიდნენ. თუმცა, რასაც ამ ორ ძმაზე ვამბობ - ისინი დაღესტნისა და მუსლიმი ხალხის უღირსი წარმომადგენლები არიან - ამას ისევ ვამბობ და ისევ ასე ვფიქრობ. ისინი ცუდი ადამიანები არიან.

ახმედის მიმართ მიმართვა „სთორიში“ მედო. თითქმის სამი საათი იდო, ყველა MMA გამოცემამ და ყველამ აიტაცა, მერე კი ავიღე, რადგან აღარ მინდოდა იქ ყოფილიყო. მესიჯიც გავუგზავნე. გადავაზიარე მისი პოსტი, სადაც ის ამ სიტუაციის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა, და როგორც ადამიანს, მესმის, რატომ გრძნობდა თავს ასე. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და ვიღაცამ უთარგმნა, რომ მერაბმა ოჯახის წევრზე, კერძოდ დედაზე შეაგინაო. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები - საქართველოში ამას ყველა სიტყვაზე ვამბობთ, აქ, აშშ-შიც თითქმის იგივეა. მე კარგი ადამიანი ვარ და არ მინდა ვინმეს ოჯახის წევრს შეურაცხყოფა მივაყენო, მით უმეტეს - დედას. პატივს ვცემ მის ოჯახს და ყველას. სწორედ ამიტომ მოვიხადე ბოდიში.

რაც შეეხება ისლამის განცხადებას, ამაზე ამის თქმა შემიძლია: ისლამ, თუ საუბარი გინდა, შეგიძლია მოხვიდე და მნახო, ან მე მოვალ და გნახავ, ან შეგვიძლია ყველა ძმასთან ერთად შევხვდეთ - ხომ იცი, ვისზეც ვსაუბრობ - და დავილაპარაკოთ. მე ამ სიტუაციაში მართალი ვიყავი. პროვოკაცია მომიწყვეს - არავის ვიცნობდი, ეს ბიჭი მოვიდა ჩემთან, პროვოკაციაზე წამომაგო, შემეხო და უცხო ენაზე მიყვიროდა. მეც შესაბამისი რეაქცია მქონდა და 100%-ით მართალი ვარ. სწორედ ამიტომ ჩამოვართვით ხელი და დავასრულეთ ეს ამბავი ჩემსა და აჰმადს შორის. ხდება ხოლმე, ადამიანები ვართ. და როგორც გითხარი, ეს დავასრულეთ, ამოვწურეთ. სრულიად ზედმეტი იყო ამის გაგრძელება. და თუ ვინმეს კიდევ აქვს კითხვები, ეს ნამდვილი კაცებივით უნდა მოვაგვაროთ, განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, საიდანაც ვართ. ჩვენ კავკასიელი ხალხი ვართ, კავკასიელები ვართ - გვყავს ძმები და გვყავს პატივსაცემი ხალხი.

რაც შეეხება საბას, ამაზე უკეთეს ადამიანს ეს მართლაც ვერ დაემართებოდა. ორი დღე ვიყავით დაკავებულები. იქ არც გაზეთი გვქონდა, არც წიგნი და არც არაფერი სხვა. ამ დროის განმავლობაში ის კიდევ უფრო უკეთ გავიცანი - ძალიან ბევრი ისტორია მოვუყევით ერთმანეთს. ის ნამდვილი ადამიანია, ნამდვილი კაცი შინაგანადაც და გარეგნულადაც, და მიხარია მის გამო. მიყვარხარ, ძმაო.

თავიდან, როცა დაგვაკავეს, როგორც გითხარი, არანაირი სიახლე არ გვქონდა. მერე გარეთ გამოვედით, მეორე დილით კი ასაწონად და საჭიდაოდ უნდა გავსულიყავით. სწორედ მაშინ გავიაზრეთ, რომ ეს ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში სპორტსმენები ვართ და მთელი ყურადღება ჭიდაობაზე გადავიტანეთ. ჭიდაობის შემდეგ კი უბრალოდ მეგობრებთან ერთად ვიყავით.

დღეს დილით, როცა სასტუმროდან აეროპორტში წასასვლელად გამოვედით, აეროპორტის გზაზე მომუშავე ყველა ადამიანის დამოკიდებულება სულ სხვა, სრულიად სხვა დონე იყო - ის, თუ როგორ მოვეწონეთ ხალხს ერთად და რამხელა მხარდაჭერას გვიცხადებდნენ. ძალიან კარგი დუეტი გავხდით. კი, დუეტი - განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველას ვესალმებით და ასე შემდეგ, საუკეთესო დუეტი ვართ, ძმაო, დაუჯერებელია.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დღეს ჩვეულებრივი ხალხისგან ვიგრძენი ეს ყველაფერი. როცა ქალაქში და სასტუმროში ჩამოვედით, იქ გასაგები იყო, რადგან იქ სულ მოჭიდავეებისა და მებრძოლების ოჯახის წევრები და პერსონალია, თანაც ეს აბუ-დაბიში მოხდა. მაგრამ აეროპორტში... და კატარშიც კი იგივე ხდება.

რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილსა და მასთან ერთად მყოფ საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგედოვი, მისი ძმა უმარ ნურმაგომედოვი და მათი თანაგუნდელები აბუ-დაბიში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შედეგად, დაღესტნელი მებრძოლები დაპატიმრებულნი არიან და 6-თვიანი სასჯელის მოხდა მოუწევთ. პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მათ დეპორტირებას გაუკეთებენ და აბუ-დაბიში ჩასვლა სამუდამოდ ექნებათ აკრძალული.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ახლა ადგება და ნინა დრამასთან ერთად ვიდეოებს ჩაწერს“ - დარენ ტილმა მერაბი გააკრიტიკა
    „ახლა ადგება და ნინა დრამასთან ერთად ვიდეოებს ჩაწერს“ - დარენ ტილმა მერაბი გააკრიტიკა