მერაბ დვალიშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, უსმან ნურმაგომედოვი, საბა ლაზიშვილი
Aa
Aa

საქმეში ხაბიბი ჩაერია - უსმანმა და მისმა გუნდელებმა საპატიმრო დატოვეს?

მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულები, უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საემიროების სამართალდამცავმა უწყებებმა ეს გადაწყვეტილება ხაბიბ ნურმაგომედოვის ჩარევის შემდეგ მიიღეს.

Mash-ის ინფორმაციით, ხაბიბ ნურმაგომედოვი პირადად გაფრინდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად. თავდაპირველად უსმანის გარემოცვა პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას ცდილობდა, მაგრამ სიტუაციის სირთულის გაცნობიერების შემდეგ ხაბიბს მიმართა. მან თავდაპირველად დახმარება დენა უაითს სთხოვა, თუმცა UFC-ის პრეზიდენტმა დახმარებაზე უარი თქვა და მიზეზად არაბთა გაერთიანებული საამიროების კანონმდებლობა დაასახელა. როგორც MASH-ი წერს, მაგომედ ანკალაევი და ხამზატ ჩიმაევი ზეწოლას ახდენდნენ მერაბ დვალიშვილზე, რათა მას საჯაროდ მოეწოდებინა დაკავებულების გათავისუფლებისკენ, რასაც დვალიშვილი დათანხმდა, თუმცა ამას სიტუაციაზე გავლენა არ მოუხდენია.

შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდელები მერაბსა და საბას თავს ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში მაშინ დაესხნენ, როდესაც „მანქანა“ RAF-სთვის ვიდეოინტერვიუს წერდა. საბოლოოდ, ინციდენტი ორმხრივ ჩხუბში გადაიზარდა. პოლიციამ მომხდარის გამო 10 კაცი დააკავა, მათ შორის მერაბიც და საბაც, რომლებმაც საპატიმროში ორი ღამე გაატარეს და საბოლოოდ, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც RAF-მა გირაოს თანხა გადაიხადა. ასევე, როგორც მერაბ დვალიშვილი, ისე საბა ლაზიშვილი 50 ათასი დირჰამით დაჯარიმდნენ.

რაც შეეხება ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს, ადგილობრივმა სასამართლომ მათ 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 300 ათასი დირჰამის ოდენობით ჯარიმა და ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „უსმანმა შეცდომა დაუშვა და სიძულვილი დაიმსახურა“ - გაჯიევმა დვალიშვილზეც ისაუბრა
    „უსმანმა შეცდომა დაუშვა და სიძულვილი დაიმსახურა“ - გაჯიევმა დვალიშვილზეც ისაუბრა