მერაბ დვალიშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ეს ამბავი უნდა დავასრულოთ“ - მერაბმა გაჯიმაგომედოვს მიმართა

მერაბ დვალიშვილი ახმედ გაჯიმაგომედოვის განცხადებას პასუხობს, რომელშიც დაღესტნელმა უსმან ნურმაგომედოვისა და „მანქანას“ დაპირისპირებაში თავისი პოზიცია დააფიქსირა.

რას ამბობს მერაბი:

„ახმედ, ორივემ ვიცით, რაც მოხდა ჩვენი ინციდენტის შემდეგ - ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და ეს ამბავი დავასრულეთ. მაგრამ ამის შემდეგ გავრცელდა ვიდეო, სადაც ორივე ვხედავთ, რომ შენი ოჯახის მისამართით ვიგინები. უბრალოდ მინდა, ამის გამო ბოდიში მოვიხადო. ეს ჩემი განზრახვა არ ყოფილა. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყავი, როდესაც ჩემთან მოხვედი, ხელი მომკიდე და სხვა ენაზე დამიწყე ყვირილი. ეს ამბავი უნდა დავასრულოთ. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. თუ შეხვედრა გინდა, პირდაპირ მე მომწერე“.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებთან საუბრისას დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვთან შესაძლო ჭიდაობის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მერაბმა განაცხადა: „ეს ბიჭი ჯანდაბაშიც წასულა“. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ დვალიშვილთან თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ახმედ გაჯიმაგომედოვი მივიდა. მან მერაბს ჰკითხა, უმარზე ასე რატომ საუბრობდა და ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებდა, რასაც ვითარების ესკალაცია მოჰყვა.

ამის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილსა და მასთან ერთად მყოფ საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგედოვი, მისი ძმა უმარ ნურმაგომედოვი და მათი თანაგუნდელები აბუ-დაბიში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შედეგად, დაღესტნელი მებრძოლები დაპატიმრებულნი არიან და 6-თვიანი სასჯელის მოხდა მოუწევთ. პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მათ დეპორტირებას გაუკეთებენ და აბუ-დაბიში ჩასვლა სამუდამოდ ექნებათ აკრძალული.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „პასუხი უნდა მომეთხოვა, მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს“ | გაჯიმაგომედოვი მერაბთან ინციდენტზე
    „პასუხი უნდა მომეთხოვა, მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს“ | გაჯიმაგომედოვი მერაბთან ინციდენტზე