კეინმა ჯილდო დაიმსახურა - ხვიჩამ ოქროს ბურთზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და პსჟ-ს ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ Twitch-ზე პირდაპირ ეთერში ოქროს ბურთის დაჯილდოება შეაფასა და განაცხადა, რომ ჰარი კეინმა ჯილდო დამსახურებულად მოიგო.
რას ამბობს ხვიჩა:
ოქროს ბურთზე სათქმელი ალბათ ბევრი არც არაფერია. საინტერესო იყო — ჩემი აზრით, დამსახურებულად მოიგო. საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს და არც ვისაუბრებ, ასე სჯობს. ვულოცავ ჰარი კეინს, დამსახურებული გამარჯვებაა. სეზონში 70 გოლის გატანა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის რეიტინგში მე-6 ადგილზე გავიდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს