საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები სლოვაკეთში ჩაფრინდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.

უკრაინა - საქართველოს მატჩი 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება, სადაც ეროვნული გუნდი დღეს ჩავიდა.

16 ნოემბერს, ნაკრები მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

საგულისხმოა, რომ როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ნაკრები მატჩს საშინელ ფორმაში ხვდებიან. უკრაინელებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში ვერ მოახერხეს გამარჯვება - 1 ფრე, 3 წაგება. საქართველოს ნაკრები კი ზედიზედ 9 ოფიციალური მატჩია ვერ იგებს - 2 ფრე, 7 წაგება. ამასთან, უნგრეთის ნაკრებთან 0:1 მარცხის შედეგად, ჩვენმა გუნდმა ანტირეკორდი დაამყარა, რაც ზედიზედ ხუთ შეხვედრის გატანილი გოლის გარეშე დასრულებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის თბილისში გამართული მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, მეორე მატჩი კი 17 ნოემბერს, სლოვაკეთში ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება და ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ისევ გოლის გარეშე - საქართველო უნგრეთთან დამარცხდა
    ისევ გოლის გარეშე - საქართველო უნგრეთთან დამარცხდა