ალექსანდრე მერკვილაძე
Aa
Aa

მერკვილაძის სუპერმატჩი - 30 ქულა 33 წუთში

ალექსანდრე მერკვილაძემ ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებული საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში საუცხოოდ ითამაშა და მატჩის MVP-ის პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო. „დონარ გრონინგენმა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების 24 წლის კალათბურთელი იცავს, სტუმრად „როტერდამი“ 13-ქულიანი სხვაობით, 83:70 დაამარცხა, რაშიც როგორც უკვე მოგახსენეთ, ყველაზე დიდი წვლილი ალექსანდრემ შეიტანა. 

მერკვილაძემ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე გატარებულ 33 წუთში 30 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. მან ხუთიდან სამი სამქულიანი, ცხრიდან შვიდი ორქულიანი და რვიდან შვიდი საჯარიმო ჩააგდო. ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, ექვსივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობის დროს შეასრულა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, შვიდი ტურის შემდეგ ოთხი მოგებითა და სამი წაგებით „დონარ გრონინგენი“ ბელგიის და ნიდერლანდების გაერთიანებული საკალათბურთო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. საკლუბო დონეზე ალექსანდრე მერკვილაძეს დეკემბრამდე თამაშები აღარ უწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს სხვებთან შედარებით უფრო ადრე შეუერთდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    შენგელიას 8 ქულა - დუბაიმ სპარტაკ სუბოტიკას მოუგო
    შენგელიას 8 ქულა - დუბაიმ სპარტაკ სუბოტიკას მოუგო