მარკის რიდი
Aa
Aa

რიდის 10 ქულა - ბაჰჩეშეჰირმა იოლად მოიგო

თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატში „ბაჰჩეშეჰირი“ წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს, რისი ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც მარკის რიდია. მართალია, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ მოთამაშეს ამჯერადაც შედეგიანი მატჩი არ ჰქონია, მაგრამ მიმდინარე სეზონის საერთო სურათი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 31 წლის ამერიკელი არამხოლოდ თავის კლუბში, არამედ მთლიანად სუპერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

რეგულარული გათამაშების მერვე ტურში „ბაჰჩეშეჰირმა“ სტუმრად „ესენლერ ეროკსპორი“ 36-ქულიანი სხვაობით, 93:57 დაამარცხა. რიდი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე გატარებულ 23 წუთში 10 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მარკისმა საშუალო დისტანციიდან ექვსი ტყორცნიდან ოთხი ჩააგდო, ორივე საჯარიმოს რეალიზება მოახერხა, ხოლო პერიმეტრიდან ქულების დაგროვების ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. რიდს ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, რვა ტურის შემდეგ შვიდი მოგებითა და ერთი წაგებით „ბაჰჩეშეჰირი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ეს გუნდი 17 ნოემბერს, ევროთასზე სტუმრად იტალიის „რომასთან“ გამართავს, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ქართველების დაპირისპირება ესპანეთში - ტენერიფემ ანდორა დაამარცხა
    ქართველების დაპირისპირება ესპანეთში - ტენერიფემ ანდორა დაამარცხა